მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » - ამოისუნთქე ჯერონიმო ! ))
21:33
- ამოისუნთქე ჯერონიმო ! ))
ვსუნთქავ ჰაერს. გაჟღენთილს მომწამლავი აირებითა და შენი სურნელით. ცხვირის ნესტოებს მიღიზიანებენ და დაუკითხავად აბიჯებენ მათთვის უცნობ წიაღში, შენი სუნამოს მოლეკულებთან და ატომებთან ერთად. არა! ეს უფრო შენი კანის, შენი ფორთოხლისფერი ხავერდის სურნელია. შენსავით თავხედები არიან, ჯერონიმო!
წერის ხალისი მათთან ერთად მტოვებს! დამნაშავე ხარ, ჯერონიმო! ბოროტი ხარ, ბოროტი... შენი სისხლი, შენი მეწამულისფერი ჩემს თვალებში ფერს კარგავენ... უფერულდებიან!
მუზა მიდის, ჯერონიმო! შეაჩერე! შეაჩერე! ბოროტი ხარ, ბოროტი... ჩემს ბაგეებს მეტი არაფერი არ ემეტება შენთვის! მუზა დამიფრთხე, უმეცარო! გადი, გამეცალე... მოაბრუნე, მოაბრუნე...
ტუჩის წითელი საღებავი დაუკითხავად მცილდება და შენს ნერწყვს მიოჰყვება... მოგწამლავენ, უმეცარო! როგორც შენ, შენ მომიწამლე ჩემი ფრთაშესხმული მუზა... მეზიზღები, უბადრუკო! მეზიზღება შენი ბაგის წვენი, რომელიც მხოლოდ ლორწოს მიტოვებს პირში... მომჟავოა!
მოიშორე ეგ საცოდავი ღიმილი, არამზადავ! შენ ხომ მხოლოდ იმის ძალა შეგწევს, რომ შენი მძიმედ სასუნთქი CO სხვას შეასუნთქო!
მუზა, მუზა გარბის.. მომიბრუნე ჯერონიმო და აი, ეს დაბერილი კაპილარები, ვენები შენთვისვე მომინდვია!
შენს ნაცრისფერ თვალებში წერას ვხედავ! მატილდეს, ჟოზეფს, ანჟელას ვხედავ.. გასწი, დამეკარგე უბადრუკო! არ დამიფრთხო ისინი! მათ შენი მომწამვლელი აირები ჩემს მიერ შთაბერილ სულს უღიზიანებენ...
ჯერონიმო, მოიყვანე მუზა! გიბრძანებ... გავედრებ ჩემს შესყიდულ სულს, რომელმაც დაკარგა მნიშვნელოვანი...
არ მისცე ცისარტყელას ფერებს უფლება მასში შემოაღწიოს! მე გთხოვ ამას... მატილდე, ანჟელა გთხოვს ამას! ზამთარი მინდა სუფევდეს მათში...
ქარბუქს უნდა წავუწიო ყელი... თითები... იქნებ ისევ, ისევ შესძლონ წერა!..
ჯერონიმო, CO ამოისუნთქე! წერას მოენატრა...
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 634 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]