მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 14 » - ამ წუთას შენ ყველაზე ,,შენ“ იყავი და მე ყველაზე ,,მე“ ))
18:00
- ამ წუთას შენ ყველაზე ,,შენ“ იყავი და მე ყველაზე ,,მე“ ))
მთელი დღის უაზროდ გატარების შემდეგ,მთელი დღე რაღაც შეუცნობელი სურვილის,მთელი დღის შინაგანი მოუსვენრობის შემდეგ ჩვენ (ჩემს) ვარდისფერ სამყაროში განიერ ლოგინზე ვიწექით...შენ ,,გულ"აღმა მე კი-,,გულ"დაღმა....ორივე ფანჯარაში ვიყურებოდით...მე ცაზე ღრუბლებს ვაკვირდებოდი,ისინი საოცარი სისწრაფიტ (ნაკლებად) უერთდებოდნენ ერთმანეთს...ოთახში სრული სიჩუმე იყო...მე ისევ ღრუბლებს ვაკვირდებოდი,მათში რაღაცის წაკითხვას ვცდილობდი,ვხატავდი წარმოსახვაში თან ვგრძნობდი როგორ მეღიმებოდა ღრუბლების ფორმებზე....ამან გამიტაცა...

-ღრუბლებით არასოდეს გითამაშია?თითქოს მათ რაღაც ფორმები აქვთ - უცებ სიჩუმე დაარღვიე შენ...

თვალებში შემოგხედე ვცდილობდი გამეგო,უბრალოდ მიმიხვდი ფიქრებს თუ შენც ჩემსავით ღრუბლებს ეთამაშებოდი...შენი თვალებიდან გულწრფელი და მიამიტი ბავშვი იყურებოდა...სითბო ჩაგეღვარა გულში და გიპასუხე

-ახლა სწორედ მაგას ვაკვირდებოდი.....

.....ისევ სიჩუმე ჩამოწვა....დითხანს ვიყავით ასე,ცაზე კი ღრუბლები ხაზავდნენ წრეებს....სითბო ტრიალებდა ჩემს გულში...ვგრძნობდი თანდათან როგორ ვივსებოდი რაღაც ამოუცნობი სიხარულით,გრძნობით.....ღრუბლებიდან ჩემი მზერა შენზე გადმოვიდა და უცებ გულში ნაფიქრი ტუჩებმა ხმამაღლა თქვეს...

-რატომ არის რომ შენს გვერდით შემიძლია საათობით ვიჯდე ჩუმად და სულაც არ შემაწუხოს ამ სიჩუმემ?

შენ სინაზე შეპარული ღიმილით გადმოაბრუნე თავი ჩემსკე ძალიან ფრთხილად და მიპასუხე...

-არ ვიცი....ალბათ იმიტომ რომ როცა ჩუმად ვართ მაშინაც კი ველაპარაკებით ერთმანეთს ფიქრებში...

-მე შენ მართლა გელაპარაკები ფიქრებში დაი...

-ვიცი დაი...როცა შენთან ვჩუმდები მე ამ სიჩუმით გელაპარაკები ხოლმე....

გარეთ ღრუბლები ისევ ირეოდნენ..თეთრ გაკრიალებულს შავი ღრუბელი გადაეფარა და ვაკვირდებოდი...თითქოს თვალებით ვაპრიალებდი ცას ისევ...

-იციი?მე შენ სიჩუმეში რას გელაპარაკები ხოლმე?იმას რასაც ცხადად ვერ გეტყვი...-ეს ისეთი ტონით გითხარი ,რომ მას მერე არც ერთს აღარ ამოგვიღია ხმა....შენ მე მაშინაც მიმიხვდი,რომ აღარ იყო ლაპარაკის გაგრძელება საჭირო და აღარ იყო საჭირო კითხვები....სხვა დროს ალბათ ჩავეხუტებოდით ერთმანეთს ახლა კი არა...ალბათ ამაშიც მიმიხვდი,რომ ახლა ჩახუტებაც ზედმეტი იქნებოდა...დაირღვეოდა ის იდილია და ის სიწმინდე რასაც იმ წუთას მე და შენ განვიცდიდით....

....ბინდდებოდა...ღრუბლების სიმუქის მიუხედავად სულაც არ ჩაგვმუქებია არც ერთს ფიქრები....არც იდილია დარღვეულა....ამ წუთას შენ ყველაზე ,,შენ" იყავი და მე ყველაზე ,,მე"...ერთად კი ჩვენ ყველაზე ,,ჩვენ" ვიყავით!!!!
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 821 | დაამატა: CqNaFa)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]