მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 13 » ადამიანო მე ვთქვი სათქმელი, ცხოვრება იტყვის აწი დანარჩენს
20:59
ადამიანო მე ვთქვი სათქმელი, ცხოვრება იტყვის აწი დანარჩენს

მძიმეა ხვედრი ადამიანთა და ამიტომაც ხშირად ვწუწუნებთ, უფალს ვემდურით რატომ გვსჯის ასე?! კლდეთ ამოტვირთულ მცნებებს ვუწუნებთ. ადამიანი შეიქმნა მტვრისგან ის ღმერთმა შექმნა, შექმნა ზეცამ. ადამიანთა ცოდვის მაგიერ თვითონ იესო ჯვარზედ ეწამა..
ადამიანი ვერ ხვდება ამდენს, ადამიანმა ის ვერ განსაჯა, რომ უფალმა თავის სიკვდილით თვითონ სიკვდილი ძალზედ დასაჯა. ადამიანო სანამ სხვას განსჯი, გული გახსენი შენს სულს ჩახედე, გადაისახე ჯვარი ხატის წინ და წმინდა თვალებით ზეცას ახედე. ადამიანო მე ვთქვი სათქმელი, ცხოვრება იტყვის აწი დანარჩენს, მე ღვთის წინაშე სულით შიშველი ვდგევარ და ველი უფლის განაჩენს.
კატეგორია: ♥ ჩანახატები ♥ | ნანახია: 735 | დაამატა: mariami | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
დაამატა : mariami
ALLLOVE.TK  


უპასუხე
aba ra damedo?ragac suleli foto? es ufro didi shecdoma ar iqneboda?

დაამატა : CqNaFa))
ALLLOVE.TK  


უპასუხე
- kaia magram xats rato adeb siaxleebs?:)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]