მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

გიყვარდეთ ერთმანეთი

კვირა, 19.05.2024
მთავარი » 2012 » ივლისი » 31 » `უსასრულობაა უსასრულობათა შორის ` .
20:08
`უსასრულობაა უსასრულობათა შორის ` .
`უსასრულობაა უსასრულობათა შორის ` . სიყვარულის მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობ , და, უსასრულობის მორევში ვიკარგები , ვკარგავ საერთოდ ჩემს თავს. გაბმული ზუილი კი იმის მიმანიშნებელია რომ ჩემი გული ჩერდება , და მეც მასთან ერთად ვაჩერებ ცხოვრებას , ან უბრალოდ ვაპაუზებ და მოვა დრო და ისევ დავაქლიქებ PLAY ს და თავიდან დავიწყებ ჩემდამი განვლილი ცხოვრების დათვალიერებას.

---

ფანჯარაში ვიხედები და ვხედავ , ნახევრად მძინარე ადამიანებს . როგორ მიიწევდნენ სამსახურში , კოლეჯში , და თუნდაც სკოლაში . ფიქრებში გავერთე , მაგრამ , დათას ხმამ გამომაფხიზლა .
- სოფია , სოფია , ანა-სოფია , გამოფხიზლდი თუ შეიძლება და გადმობრძანდი მანქანიდან - ეს არ გავდა არც კითხვას და არც თხოვნას . კატეგორიული მოთხოვნა უფრო იყო .
- გადმოვდივარ, გადმოვდივარ .
- რა იყო ? შეყვარებლი ხომ არ ხარ სოფია ? ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ ! - გაეცინა დათას და ჩემი ხასიათის გამოკეთებასაც შეეცადა , მაგრამ ამაოდ !
- ნამდვილად სასაცილოა არა დათა ? და ხომ ვერ მეტყვი ვინ უნდა შემყვარებოდა ? მამაჩემის ზეგავლენის გამო , ბიჭები შიშით შემოხედვასაც ვეღარ ბედავენ .. - სიმწრისგან გამეცინა - დათა ფრთხილად , წინ .. წინ ქვა ... და უცებ დაცემის ხმა გავიგე.. - ხომ გითხარი წინ იყურე თქო!
- არაუშავს . ყველაფერმა კარგად ჩაიარა .
- არ შეიძლება ერთხელ მანიც წავიდე სადმე , ოღონდ შენს გარეშე !
- ბატონი ლევანის ბრძანებას ვასრულებ მე . გახდები შენც სრულწლოვანი და გიყიდის მამაშენი მანქანას მერე კი , სულ მარტო ივლი . - მითხრა და ირონიულად გამიღიმა.
ხმა აღარ ამომიღია , მანქანაში ჩავჯექი .
ყოველთვის გვიწევდა ერთი ბილიკის გავლა , ხეებს შორის , აქ გასვლა ყველაზე ძალიან მიყვარდა , სულ წყვილები გვხვდებოდნენ გზად რომ მივდიოდით . მაგრამ ახლა საკმაოდ ჩაწყნარებული იყო აქაურობა . ამის გაფიქრება იყო და , გასროლის ხმა გავიგე , უცებ მანქანა სავალი გზიდან გადავიდა და რაღაცას შეასკდა .

---

გონს არ ვიცი რამდენ ხანში მოვედი მაგრამ , მივხვდი რომ საკმაო ხანს ვიყავი გათიშული .
მაგრამ ყველაზე საშინელი ის იყო რომ , მე მომიტაცეს . ყველაფრის გახსენებას შევეცადე მაგრამ , შეჯახების მერე , აღარაფერი მახსოვდა . ამას ხომ დებილიც კი მიხვდებოდა რომ ვინც გამითაცა , მგამოსასყიდს მოითხოვე .
- ლამაზო , გაიღვიძე . - ლაპარაკი მინდოდა მაგრამ , ვერ ვლაპარაკობდი , თითქოს ლაპარაკის უნარი დავკარგეო , არასოდეს გამომიჩენია ჩემი სუსტი მხარე , მაგრამ ახლა ნამდვილად , სუსტად და უსუსურად ვგრძნობდი თავს . აქ ხომ ჩემი დათა არ იყო , აქ ხომ მამაჩემი მისი დაცვით ვერ დამიცავდა . მაგრამ იმას ვერ ვხვდებოდი , მამაჩემს ასე თუ ვეჯავრები რატომ მაყოლებს ხოლმე დაცვას ? რატომ აბარებდა ჩემს თავს მძღოლს ? . არვიცი არვიცი ..
არ ვიცი სად და როგორ მივედით , მაგრამ ის ვიცი რომ , სადღაც ყველასგან შორს მიმიყვანეს . მოსახლეობისგან ძალიან შორს .
მანქანამ სვლას უკლო , მალე შეჩერდა ყველა კარი კაიღო , (ანუ სავარაუდოდ ოთხნი იყვნენ)
ვიღაცამ თავისი , ცივი და უხეში ხელი შემახო და მანქანიდან გადმომიყვანა . იმდენად ძლიერად ქონდა ჩაჭიდული ხელი ჩემს ხელზე რომ თითქოს , ვიღაც ართმევდა ჩემს თავს . სახლში შემიყვანა , მერე მეორე სართულზე "ამათრია" და ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა , თვალებიდან სახვევი მომხსნა , ველოდი რომ მას სახეზე ნიღაბი ეკეთებოდა მაგრამ შევცდი ...
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ♥ ისტორიები ♥ | ნანახია: 777 | დაამატა: One | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]